Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" სარეიტინგო სია

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების იმ  სტუდენტთა საერთო რეიტინგი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში – ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.


სია გამოქვეყნებულია სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომრით (Student ID), რომლის ხილვა შესაძლებელია ბაზაში - LMS.TSU.GE, სტუდენტის პერსონალურ ინფორმაციაში.


სია არ არის საბოლოო და სტუდენტების მომართვის საფუძველზე (ხელახალი განხილვის შემთხვევაში) შესაძლოა შეიცვალოს!

 

თსუ რექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის   N303/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 199 სტუდენტით (კონკურსში მონაწილეობდა 494 სტუდენტი).    

 


გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი  GPA. თუკი, კანდიდატების ყველა მონაცემი ემთხვევა ერთმანთს, სასტიპენდიო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, 2023 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე განაცხადი უნდა გამოიგზავნოს lms.tsu.ge ბაზის გრაფიდან „სტიპენდიები და სახელმწიფო დაფინანსება“.

 

იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია.

განაცხადი უნდა გამოიგზავნოს lms.tsu.ge ბაზის გრაფიდან ,,მისწერე დეკანს“.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!